ლიეტუვა და ესტონეთი ჩეხეთთან სოლიდარობის ნიშნად 4 რუს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგის განცხადებით, ქვეყანამ 2 რუსი დიპლომატი უკვე გამოაცხადა „პერსონა ნონ გრატად“, რადგან მათი ქმედებები შეუსაბამობაში იყო მათ დიპლომატიურ სტატუსთან. რუს დიპლომატებს ჯამში 7 დღე მიეცათ ქვეყნის დასატოვებლად.
ჩეხეთის მიმართ სოლიდარობის ნიშნად რუს დიპლომატებს ქვეყნიდან გააძევებენ ესტონეთი და ლატვია.
გამოცემა წერს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ მიმდინარე კვირის ოთხშაბათს მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნიდან გააძევოს 63-ზე მეტი რუსი დიპლომატი. მათგან 18 ჯაშუშობაში იქნა ეჭვმიტანილი.