მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიეტუვამ საქართველოს "ფაიზერის" 50 310 დოზა აჩუქა

61950efddf7fc
მარიამ ვარადაშვილი
17.11.21 18:40
965

საქართველო ლიეტუვის მთავრობისგან 50 310 დოზა “ფაიზერის” ვაქცინას მიიღებს. ამის შესახებ ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა Twitter-ზე წერს. 

“დღეს ლიეტუვის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 50 310 დოზა ვაქცინის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოსთვის ჩუქებაზე.  ვინარჩუნებთ მტკიცე სოლიდარობას პარტნიორ ქვეყნებთან Covid-19-თან ბრძოლის საკითხში”,-წერს კალინდრა.



ლიეტუვამ საქართველოს ივლისში 15 000 დოზა ვაქსზევრიას, იგივე ასტრაზენეკას ვაქცინა აჩუქა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები