მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიეტუვაში უცხოურ სტარტაპებს იწვევენ - რას სთავაზობს მათ პროგრამა Startupcation-ი?

62ff4b2adb084
BM.GE
20.08.22 21:00
1433
ლიეტუვამ პროგრამა Startupcation-ი აამოქმედა, რომლის ფარგლებშიც იწვევს უცხოელ სტარტაპებს, რათა ვილნიუსის სტარტაპ–ეკოსისტემა გამოსცადონ. პროგრამა უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას ქვეყნის შესაბამის ბიზნეს–ქსელებისა და ცენტრებთან და 700-მილიონიან ევროპულ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას.

„ჩვენ ავამოქმედეთ Startupcation-ის პროგრამა, რათა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებიდან სტარტაპებს მივცეთ შესაძლებლობა გამოცადონ ეკოსისტემა, რომელიც აქტიურად ვითარდება, და ვაჩვენოთ მათ უზარმაზარი პოტენციალი.

ერთკვირიანი ვიზიტის დროს ისინი შეხვდებიან სტარტაპების წარმატებულ დამფუძნებლებს, გაეცნობიან საკვანძო ბიზნეს–ქსელებსა და ცენტრებს, და აგრეთვე მიიღებენ ინფორმაციას სოფტლენდინგის პროგრამების და მთავრობის მხარდაჭერის შესახებ. ჩვენი წარმომადგენლები მონაწილეებს აუხსნიან ლიეტუვის უპირატესობებს“ - ამბობს რობერტა რუდოკენე, Startup Lithuania-ს ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, პროგრამის ავტორები აცხადებენ, რომ ლიეტუვაში არაერთი აქტიური ადგილობრივი ინვესტორია, ასევე ძლიერი და მეგობრული სტარტაპ–საზოგადოება, რომელიც ათასზე მეტ სტარტაპს ითვლის. ლიეტუვაში სტარტაპები ინტენსიურად ვითარდებიან და გადიან ახალ ბაზრებზე. მათივე თქმით, ქვეყანას მსოფლიოში წამყვანი პოზიცია უკავია ბიზნესის დაწყების პროცედურებისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით. 

მაგალითად, გასულ წელს ლიეტუვურმა სტარტაპებმა რეკორდული ინვესტიციები მიიზიდეს - 428 მილიონ ევროზე მეტი. ქვეყნის პირველმა სტარტაპმა „Vinted“-მა თავისი ღირებულება გაასამმაგა, მისი კაპიტალიზაცია ამჟამად 7,1 მილიარდ ევროს აღემატება, ამასთან სტარტაპების ბრუნვა და ექსპორტი 2021 წელს წინა წელთან შედარებით 30%-ზე მეტით გაიზარდა.

კიდევ ერთმა სტარტაპის Nord Security-ის თანადამფუძნებელმა, ეიმანტას საბალიაუსკასმა, თავისი ბიზნესი ვილნიუსში ადგილობრივი სტარტაპების საზოგადოების გამოყენებით და მათი დამფუძნებლების მხარდაჭერით გააფართოვა.

„ვილნიუსში, თქვენ ყოველთვის ადვილად მისაწვდომ მანძილზე იმყოფებით ყველაფრისგან, რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ. სტარტაპებს შეუძლიათ მარტივად გააზიარონ თავიანთი იდეები და გამოცდილება დარგის ვეტერანებთან, რაც უბრალოდ ფასდაუდებელია ნებისმიერი ბიზნესისთვის. თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ და იცხოვროთ ცოცხალი, მულტიკულტურული ქალაქის გულში და ამასთან ერთად იყოთ რამდენიმე წუთის მანძილზე ბუნებიდან. ამას დაუმატეთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და მთავრობის მისასალმებელი მიდგომები და თქვენ აღმოჩნდებით ისეთ გარემოში, რომელიც შესაფერისია იმისთვის, რომ თქვენი სტარტაპი მასშტაბური იყოს და მიზნად ისახავდეს წარმატებას. აღსანიშნავია, რომ ინვესტორები ენდობიან რეგიონს და თავს დაცულად გრძნობენ აქ ინვესტიციების განხორციელებისთვის“, - აღიშნა საბალიაუსკასმა.

მისივე თქმით, Nord Security გლობალური კომპანიაა, რომელსაც ოფისები მთელ მსოფლიოში აქვს, თუმცა, სათავო ოფისი რჩება ლიეტუვაში და არ აპირებს გადატანას. „ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ვხედავთ ლიტვის სტარტაპ–ეკოსისტემის ზრდას და ვამაყობთ, რომ მისი ნაწილი ვართ", - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები