კრწანისის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების გამო ინტერნეტის კაბელი დაზიანდა, რის გამოც ლიეტუვის საელჩოს საქართველოში ინტერნეტი არ მიეწოდება.
საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინტერნეტის არ ქონის გამო სავიზო განაცხადების მიღების გადადება უწევთ.
"ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გაცნობებთ, რომ კრწანისის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების შედეგად კიდევ ერთხელ დაზიანდა ინტერნეტის კაბელი და საელჩოს შენობას ინტერნეტი კვლავაც არ მიეწოდება, რის გამოც კიდევ ერთხელ გვიწევს სავიზო განაცხადების მიღების გადადება.
19 იანვრის ნაცვლად განაცხადების მიღება მოხდება 24 იანვარს, იმავე დროებში, რაც 19 იანვარს გქონდათ ჩანიშნული.
იმედი გვაქვს განაცხადების მიღების გადადება კვლავაც არ გახდება საჭირო იმავე მიზეზით, თუმცა ეს საელჩოს კონტროლს სამწუხაროდ არ ექვემდებარება", - წერია განცხადებაში.