მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლილო მოლი” 30 წლისაა

BM.GE
18.05.21 09:30
586
საქართველოში პირველი სავაჭრო ორგანიზაცია, „ლილო მოლი“ 30 წლის შესრულდა. 35 ჰექტარზე განთავსებული სავაჭრო კომპლექსი 6000 მდე სავაჭრო ობიექტს აერთიანებს და ვიზიტორების რაოდენობა 4 მილიონს აღწევს. ერთ ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი ამირკავკასიის რეგიონში ფინანსური მაჩვენებლებითაც მოწინავეა, ამ დრომდე ხელმისაწვდომ 2019 წლის ანგარიშგებებს თუ ჩავხედავთ. კომპანიის ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემებითვე, სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლის“ მიერ საქართველოს ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ ქვეყნის ჯამური ბიუჯეტის 2%-ს შეადგინა რომელშიც მეწარმეების მიერ გადახდილი გადასახადებიც ითვლება. საქართველოს მასშტაბით ბაზრებსა და ბაზრობებზე მოიჯარეთა საერთო რაოდენობა 45 100-ია, საიდანაც 14% „ლილო მოლზე“ მოდის და ქვეყნაში არსებული ბაზრებისა და ბაზრობების შემოსავლების საერთო წილიდან კი „ლილო მოლის“ წილი მეხუთედზე მეტი 22% მოდის.

სტუმრები: გიორგი კვარაცხელია - "ლილო მოლის" დირექტორი;
ქეთი ქავთარაძე - "ლილო მოლის" მარკეტინგის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები