მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lion Trans-ის სერთიფიცირებული ავტოდილერი - ბიზნეს პარტნიორობის ახალი ეტაპი

64706754ebea6
ინგა მურუსიძე
26.05.23 15:36
1774
ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში, საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Lion Trans-ის დასავლეთ საქართველოს ავტოდილერების სერთიფიცირების ღონისძიება გაიმართა.

ავტოინდუსტრიის სფერო ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება და შესაბამისად, საჭირო ხდება გაჯერებულ ბაზარზე იყო გამორჩეული, ქმნიდე ინოვაციურ და საინტერესო პროექტებს, რომელიც კომპანიისა და მისი პარტნიორების ზრდასა და განვითარებაზე იქნება მორგებული.

ლაიონ ტრანსი, მის ბიზნეს პარტნიორებთან ერთად უკვე 15 წელია ქმნის უდიდეს ჯაჭვს და ერთიანდება ავტოინდუსტრიის განვითარებისთვის, იმ სფეროს წინსვლისთვის, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში ერთ-ერთ მსხვილ როლს თამაშობს.

სწორედ ხანგრძლივ გამოცდილებაზე დაყრდნობით Lion Trans-მა გადაწყვიტა იყოს ნოვატორი აღნიშნულ დარგში და ჩამოაყალიბოს ბიზნეს პროცესების მართვის ახალი მოდელი, რომელიც ეტაპობრივად ჩაანაცვლებს თავისთავად დამკვიდრებულ, ინდუსტრიის შექმნიდანვე ბაზრის მიერ რეგულირებულ პირობებსა თუ შეთანხმებებს.

სერთიფიცირებული ავტოდილერი - ეს ის სტატუსია, რომელიც გულისხმობს ავტოდილერის ბაზარზე ოპერირებას, როგორც Lion Trans-ის ოფიციალური წარმომადგენელი, რაც თავისთავად ნიშნავს პროფესიონალიზმზე, მუდმივ განვითარებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პასუხისმგებლობასა და საიმედოობაზე დაფუძნებულ პარტნიორულ კავშირს.

კომპანია სერთიფიცირებული ავტოდილერებისათვის ქმნის ბენეფიტების სისტემას, ახალ სამუშაო გარემოსა და პირობებს, რაც ყოველდღიური პროცესის მაქსიმალურად გამარტივებას ემსახურება. ეს იქნება ახალი სამუშაო სისტემა, რაც გულისხმობს ნებისმიერ ეტაპზე სერთიფიცირებული ავტოდილერის სრულ მხარდაჭერას, იქნება ეს პროცედურული, ფინანსური, საკანონმდებლო, თუ სხვა მიმართულებები.

პროექტის აღსრულება უკვე დაიწყო დასავლეთ საქართველოდან და ეტაპობრივად ჩაეშვება სხვადასხვა რეგიონებში, როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე კომპანიის პარტნიორ სხვა ქვეყნებშიც.

სერტიფიცირებული ავტოდილერის ინიციატივის მნიშვნელობასა და მომავლის გეგმებზე Lion Group-ის გენერალური დირექტორი, ლევან სუხიტაშვილი საუბრობს.

- რას ითვალისწინებს ახალი ინიციატივა - გახდე სერტიფიცირებული ავტოდილერი?

- ტერმინი - სერთიფიცირებული ავტოდილერი, ბაზარზე დამკვიდრდება როგორც Lion Trans-ის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, ვინც ენდობა Lion Trans-ს, ენდობა ჩვენს სერთიფიცირებულ ავტოდილერებსაც. სწორედ ამიტომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი, რადგანაც გადავდივართ ბიზნეს პარტნიორობის ახალ ეტაპზე, რომელიც თავისთავად გულისხმობს ერთმანეთის სრული მხარდაჭერით მომხმარებლებისათვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებას.

- როგორ უნდა შემოგიერთდეთ მსურველი და რა ბენეფიტებს მიიღებს? ფასიანია გაწევრიანება?

- გაწევრიანება, რა თქმა უნდა, არ არის ფასიანი. კომპანიას შემუშავებული აქვს კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ყველა ადამიანს, ვინც Lion Trans-ის ავტოდილერად ან ჩვენი ავტოდილერის ქვედილერად დარეგისტრირდება, ექნება საშუალება სერთიფიცირებული ავტოდილერის სტატუსი მიიღოს.

სერთიფიცირებული ავტოდილერებისათვის შევქმენით მომსახურების განსაკუთრებული პირობების პაკეტი, რომელიც აერთიანებს ისეთ ბენეფიტებს, როგორიცაა - ლიზინგის შეღავათიანი სასესხო პირობები, განსაკუთრებული საგარანტიო პირობები, CARFAX-ით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა, და მრავალი სხვა.

- პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა - თუ გამოითქვა სურვილი და რამდენ ავტოდილერს აერთიანებთ?

- პროექტის განხორციელება და ავტოდილერების სერთიფიცირება დავიწყეთ 21 მაისს ბათუმიდან, სადაც სასტუმრო "ჰილტონში" ჩატარდა პროექტის გაცნობის ღონისძიება. ამჟამად Lion Trans-ის დასავლეთ საქართველოს 28 ავტოდილერი უკვე სერთიფიცირებულია, და ასევე, ნებისმიერ ავტოდილერს მეიცემა საშუალება გახდეს სერთიფიცირებული, ვინც გამოთქვამს სურვილს, და დააკმაყოფილებს სტატუსის მისაღებად საჭირო კრიტერიუმებს.

პროექტის განხორციელებას ეტაპობრივად ვგეგმავთ ჩვენს პარტნიორ სხვა ქვეყნებშიც, პირველ ეტაპზე უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

- გეგმები რა არის ამ ინიციატივის? მთავარი მოლოდინი და პროექტის განვითარების გზა?

- სერთიფიცირებული ავტოდილერის პროექტის განხორციელებით, შევქმენით ბიზნეს პროცესების მართვის ახალი მოდელი, რომელიც გააუმჯობესეს პარტნიორობის კულტურას, გაამარტივებს და ეფექტურს გახდის ყოველდღიურ პროცესებს, და შექმნის მაქსიმალურად სანდო და ეფექტურ სამუშაო გარემოს.

კომპანია ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესებისა და ჩვენი პარტნიორების ცნობადობის ზრდის მიზნით, გეგმავს სხვადასხვა აქტივობებს, რომელიც საინტერესო იქნება არა მხოლოდ ჩვენი სერთიფიცირებული ავტოდილერებისათვის, არამედ უშუალო მომხმარებლებისთვისაც. აქტივობები იქნება ფართო მასშტაბიანი, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის განვითარებას, და მუდმივი დაკვირვებისა და ანალიზის ფონზე, საშუალებას მოგვცემს დავნერგოთ საინტერესო სიახლეები და რეგულარულად განვაახლოთ ჩვენი სერთიფიცირებული ავტოდილერებისათვის შექმნილი ბენეფიტები.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები