„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ FMO-ს შორის 10-წლიანი თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა.
“ლისი დეველოპმენტის“ დაფუძნების დღიდან FMO მისი სტრატეგიული პარტნიორი იყო.
კომპანიების ერთობლივი ძალისხმევით ისეთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, როგორიცაა მწვანე კონცეფციაზე დაფუძნებული საცხოვრებელი კომპლექსი - „მწვანე ქალაქი ლისზე“.
10-წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, „ლისი დეველოპმენტმა“ მისი პირველი პროექტის განსახორციელებლად 25 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი დაფარა.
კომპანია პროექტის - „მწვანე ქალაქი ლისზე“ შემდგომ განვითარებას განაგრძობს.
„ლისი დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი, ნოდარ ადეიშვილი, FMO-ს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.
კომპანიისთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ FMO-ს უძრავი ქონების პორტფელში, „მწვანე ქალაქი ლისზე“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია.
თავის მხრივ, FMO-ს საინვესტიციო ოფიცერი, ჟან-უილემ ჰოეკი დიდ მადლობას უხდის „ლისი დეველოპმენტს” 10-წლიანი საიმედო პარტნიორობისა და შესაძლებლობისთვის, რომლის შედეგადაც მათ საქართველოში მდგრადი ქალაქებისა და საზოგადოების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.