მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლისი დეველოპმენტმა“ უძრავი ქონების ჯილდოზე კვლავ ორი 5-ვარსკვლავიანი პრიზი მიიღო (R)

6362250fe42ea
BM.GE
02.11.22 12:01
474
„ლისი დეველოპმენტმა“ საკუთარ პროექტებზე, European Property Awards-ზე, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, უძრავი ქონების ჯილდოზე კვლავ ორი 5-ვარსკვლავიანი პრიზი მიიღო.

პროექტმა „მწვანე ქალაქი ლისზე“ გაიმარჯვა საქართველოში საუკეთესო შერეული ტიპის დეველოპმენტის ნომინაციაში (Best Mixed Use Development Georgia) 5 ვარსკვლავით - ყველაზე მაღალი ხარისხის ჯილდო. ასევე პრიზი „საქართველოს მდგრადი საცხოვრებელი დეველოპმენტის“ (Sustainable Residential Development Georgia) ნომინაციაშიც მოიპოვა.

„მწვანე ქალაქი ლისზე“ კომპლექსის წარმატების მთავარი განმაპირობებელი ნიშანი მისი ურბანული განვითარების ფორმულაა. „მწვანე ქალაქი ლისზე“ ერთ სულ მოსახლეზე 70 მ2 გამწვანება მოდის, ეს კი WHO (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) მინიმალურ სტანდარტს 7.7-ჯერ, ხოლო იდეალურ სტანდარტს 1.4-ჯერ აღემატება.

„ლისი დეველოპმენტის“ მეორე პროექტმა, „კურორტმა კოხტა-მიტარბი“ კი, 5-ვარსკვლავიანი ჯილდო „საქართველოს საუკეთესო კურორტულ დეველოპმენტში“ მიიღო (Best Leisure Development Georgia).

კურორტი კოხტა-მიტარბი „ლისი დეველოპმენტის“ მეორე პროექტია და საერთაშორისო სტანდარტის სასტუმროებისა და საცხოვრებელი აპარტამენტების ოთხსეზონიანი კომპლექსია. ის გამოირჩევა თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით და უმაღლესი სტანდარტის დეველოპმენტით, რომლის არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის ულამაზეს ადგილობრივ ბუნებას. კომპლექსის აპარტამენტები Turnkey კონცეფციით ბარდება, ანუ გარემონტებული და სრულად აღჭურვილი საჭირო ავეჯითა და ტექნიკით.

„ლისი დეველოპმენტს“ საკუთარ პროექტებში, დღემდე 60-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები