მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლითიუმზე, კობალტსა და ნიკელზე მოთხოვნა დრამატულად იზრდება - IEA

64aef90f05f2b
გიორგი არონია
13.07.23 00:05
1078

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ნულოვანი ემისიის მქონე ტექნოლოგიის გასავითარებლად საჭირო კრიტიკულ მეტალებზე, მათ შორის ლითიუმზე, კობალტსა და ნიკელზე გლობალურად მოთხოვნა დრამატულად იზრდება.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2017-2022 წლებში, ლითიუმზე მოთხოვნა გასამმაგდა, კობალტზე მოთხოვნამ კი 70%-ით იმატა. ნაკლებად, მაგრამ მაინც დიდწილად, ანუ 40%-ით გაიზარდა მოთხოვნა ნიკელზეც. მეტალებზე მოთხოვნის ზრდას ორგანიზაცია ენერგეტიკული სექტორის გააქტიურებას უკავშირებს, რაც, თავის წილ, პლანეტის ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლას უკავშირდება.

გასული წლის დეკემბერში, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნული ტრენდის ფონზე, მიმდინარე დეკადის შუა წლებში, განახლებადი ენერგია გამომუშავებით ქვანახშირს გადაუსწრებს და პლანეტაზე ელექტროენერგიის მთავარი წყარო გახდება. ამ ყველაფრის ფონზე, მეტალებზე მოთხოვნა და შესაბამისად, ფასი იზრდება, რადგან ლითიუმი, კობალტი და ნიკელი გამოიყენება ყველაფერში, იქნება ეს ელექტრობატარეა თუ ქარის ტურბინა.

ენერგეტიკული სექტორის გარდაქმნისთვის საჭირო მეტალებისა და მინერალების ბაზარი გასულ წელს $320 მილიარდამდე გაიზარდა, ანუ გასული ხუთი წლის განმავლობაში, გახუთმაგდა. ამასთან, ეს ბაზარი იზრდება, როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად, რასაც ნათლად ადასტურებს სტარტაპების მიერ გასულ წელს მოზიდული $1.6 მილიარდი.

Trading Economics-ის ინფორმაციით, ლითიუმის, კობალტისა და ნიკელის საბაზრო ფასები, დღეს, შემდეგნაირად გამოიყურება:

ლითიუმი - $42,750 / ტონა

კობალტი - $33,420 / ტონა

ნიკელი - $20,500 / ტონა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები