გადამზიდავმა კომპანიამ Logistics Solutions-მა ლატვიაში ოფისი გახსნა. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ცანკაშვილი აცხადებს, Logistics Solutions-ი მუდმივად სიახლეების ძიებაშია, რაც ინდუსტრიის ლიდერად ჩამოყალიბებაში ეხმარება.
"ჩვენი კომპანიის მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება და სწორად ეს გვიბიძგებს მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები.
ლატვიაში ჩვენი ახალი ოფისის გახსნით, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ლოგისტიკური სერვისების სრული სპექტრით. Logistics Solutions-ის ახალი ოფისის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის მისი სტრატეგიული მდებარეობა.
ჩვენი გუნდი მუდმივად სიახლეების და ახალი პარტნიორობის ძიებაშია, რაც ინდუსტრიის ლიდერად ჩამოყალიბებაში გვეხმარება. ყველა ჩვენს მომხმარებელს მადლობას ვუხდით ერთგულებისთვის და გპირდებით რომ ჩვენი ოფისების რაოდენობა სამომავლოდ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა ირაკლი ცანკაშვილმა.
გადამზიდავი კომპანია Logistics Solutions-ი 2011 წლის მარტში დაარსდა, მისი სათაო ოფისი თბილისში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტვირთების გადაზიდვის სრულ სპექტრს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. Logistics Solutions-ი ფილიალებს ფლობს როგორც ცენტრალურ აზიაში, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.