საქართველოში სალომბარდე სესხი 307 ათას ადამიანს აქვს - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, ლომბარდების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელი 282.4 მილიონი ლარია, რაც ერთ სესხზე საშუალოდ 919 ლარს შეადგენს.