დღეს ლონდონის საფონდო ბირჟამ (LSE) რუსული კომპანიების აქციების ვაჭრობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია 27 მსხვილ რუსულ კომპანიაზე, რომელთა შორისაა რუსეთის ენერგეტიკული გიგანტი Gazprom-ი და ბანკი Sberbank-ი.
Sberbank-ის აქციების ღირებულება ბირჟაზე წინა კვირაში 95%-ით შემცირდა, ამჟამად ერთი აქცია 5 ცენტი ღირს. პარასკევსვე Sberbank-მა განაცხადა, რომ ევროპის ბაზარს სრულად დატოვებს.
LSE-მ განაცხადა, რომ ის ასევე შეაჩერებს კომპანიების EN+-ის, Lukoil-ის, Polyus-ის და სხვა კომპანიების აქციებით ვაჭრობას. პარასკევს ლონდონის ბირჟამ VTB Capital-ის აქციებით ვაჭრობა შეაჩერა, რომელიც VTB ბანკის შვილობილია.
დღემდე, ფაქტობრივად, დახურულ რეჟიმშია მოსკოვის საფონდო ბირჟა, მისი გახსნის შემთხვევაში, აქციების მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი.