ლონდონის სტანსტედის აეროპორტში ყველა ავიარეისი გაუქმდა. BBC-ის ცნობით, მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები გახდა. უხვი ნალექის გამო, ავიარესები გაუქმდა ჰითროუსა და გატვიკის აეროპორტებშიც. ფრენების ნაწილი გადაიდო.
„მოვუწოდებთ მგზავრებს, გადაამოწმონ თავიანთ ავიაკომპანიასთან რეისების სტატუსი“, - განაცხადეს სტანსტედის აეროპორტის პრესსამსახურში.
ცნობისთვის, ლონდონში, შოტლანდიაში, სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში ამინდის ყვითელი განგაშის რეჟიმია ამოქმედებული.
თოვის, ყინვისა და ნისლის გამო გადაიდო სარკინიგზო რეისებიც. ავტომაგისტრალებზე კი ავარიებია.