ახალი პროექტების განხორციელება 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

“2019 წელს საკმაოდ აგრესიული განვითარების გეგმა გვქონდა, თუმცა პანდემიამ ჩვენც მოგვისწრო და საინვესტიციო პროექტი გავანახევრეთ. ახალი გეგმის განხორციელებას გაზაფხულიდან განვაგრძობთ. დღეს ლოპოტაში 350 ადამიანია დასაქმებული, ხოლო აქტიურ სეზონზე ეს რიცხვი 400-მდე იზრდება. დასაქმებულების 90% ადგილობრივია. ახალი პროექტები დამატებით 100 ადამიანის დასაქმების საშუალებას მოგვცემს”, - განმარტა ქევანიშვილმა.
