ლოპოტას ტბაზე თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით 460 კილოვატიანი მზის ელექტროსადგური აშენდება. გადაცემა “საქმიან დილაში” საუბრისას თიბისი ლიზინგის გენერალურმა დირექტორმა გაგა გოგუამ აღნიშნა, რომ კომპანია ამ პროექტით ბიზნესს ცხოვრებას უმარტივებს, რაც ხარჯს ამცირებს და ინვესტიციებს ზრდის.
“ბიზნესების დაინტერესება დიდია, მზის ელექტროენერგია საკმაოდ ეფექტურია წარმოებისთვის და ასევე სასტუმროებისთვის. ახლა ჯამში 10 მომწოდებელი კომპანია გვყავს და მომხმარებლებს მისი არჩევა ქვეყნების, ასევე ფასების მიხედვით შეუძლიათ. ფინანსური კუთხით, რომ შევხედოთ მომხმარებელი არსებულ ტარიფთან შედარებით ნაკლებ თანხას იხდის, შესაბამისად ეფექტიანობა მაღალია.
ლოპოტამ მისთვის მისაღები მომწოდებელი შეარჩია და პროექტიც მასთან ერთად გაკეთდა. ასევე ჩვენს მომსახურებაზე მოთხოვნა მეტად გაჩნდა დიდი ელექტროსადგურების მხრიდან, ამჟამად პროექტები მუშავდება.” - განმარტა გოგუამ.