მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Louis Vuitton-ის თვითმფრინავის ფორმის ჩანთა იმაზე ძვირია, ვიდრე თავად თვითმფრინავი

608a582239b30
თათია კაკიაშვილი
29.04.21 23:17
9246
Louis Vuitton-ის ჩანთა, რომელსაც თვითმფრინავის ფორმა აქვს, სოციალურ ქსელებში დაცინვის საგანი გახდა: მიზეზი - ჩანთის ფასია. ის მამაკაცისთვის განკუთვნილი აქსესუარია, რომელიც საავიაციო შთაგონებით შეიქმნა და ბრენდის 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ნაწილია. ჩანთა ვირჯილ აბლოჰმა შექმნა და მისი ღირებულება 39.000 აშშ დოლარია. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

ყავისფერ ჩანთაზე გამოსახულია Louis Vuitton-ის ხელმოწერა და აქსესუარი გამოირჩევა ფრთებით, ძრავებით, ე.წ. „კუდით და ცხვირით“, რაც მოდელს მაქსიმალურად ამსგავსებს თვითმფრინავს.

Louis Vuitton-ის ფრანგული მოდის სახლი, ზოგადად, ცნობილია ტყავის მდიდრული ჩანთებით, თუმცა თვითმფრინავის ფორმის დიზაინის არაპრაქტიკულობამ და ფასმა სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია: სოც.მედიის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ ჩანთის ნაცვლად, იმავე ფასად ნამდვილი თვითმფრინავის შეძენაც შესაძლებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები