მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლუდის ბაზარმა დაკარგული შესაძლებლობები სრულად დაიბრუნა“ – „ნატახტარი“

641d9e8002bd1
თინათინ ნატმელაძე
25.03.23 00:00
661
„ლუდის ბაზარმა დაკარგული შესაძლებლობები სრულად დაიბრუნა“ - ამის შესახებ ლუდის მწარმოებელი კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულმა საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა მედიასთან განაცხადა. 

მისი თქმით საუბარია 2022 წლის მონაცემებზე. როგორც ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განმარტა, ლუდის ბაზარმა 2022 წლის მონაცემებით სრულად დაიბრუნა დაკარგული შესაძლებლობები და 2019 წლის ნიშნულს თითქმის გაუტოლდა.

„ეს ყველაფერი გამოწვეულია, როგორც პანდემიის შემდგომი ეკონომიკური აქტივობებით, ასევე ტურიზმის გამოცოცხლებით და საქართველოში მიგრაციული პროცესებით, საქართველოს ძალიან ბევრი ვიზიტორი ყავდა გასულ წელს და ამან გამოიწვია სასმელების ბიზნესის განვითარება.

ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ ჰორეკა სექტორმა დაიბრუნა პოზიციები ბაზარზე, რაც ჩვენც გვეხმარება. შეიძლება ითქვას, რომ დღეის მონაცემებით ლუდის ბაზარზე არის 125 მილიონი ლიტრი, რაც ნიშნავს, რომ ამ სექტორს განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები