გერმანულმა Lufthansa-მ, რომელიც ევროპის სიდიდით მეორე უმსხვილესი ავიაკომპანიაა, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო "თვის ქალაქად" გამოაცხადა.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ავიაკომპანიამ ღამის ბაქოს სინათლის ქალაქი და კავკასიის მარგალიტი უწოდა. Lufthansa-მ ბაქოს ისტორიული ნაწილი - იჩერი-შეჰერი ლაბირინთს შეადარა.
ავიაკომპანიის ცნობით, ახალი და ძველი არქიტექტურული ძეგლები ქალაქს განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებს და აღმოსავლეთისა და დასავლეთის სინთეზს ქმნის. "ჰეიდარ ალიევის ცენტრი კი, აზერბაიჯანული საზოგადოების მოდერნიზაციის სიმბოლოა", - ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.
Lufthansa მომხმარებლებს ბაქოში ვიზიტს ურჩევს.