მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუკაშენკოს სამარცხვინო ნაბიჯი, იმოქმედოს, როგორც რუსეთის მარგინალიზებული ჩაძირული მეთაურის, პუტინის მარიონეტმა - კვირიკაშვილი

6334970d6d0c1
ალა ისპირიანი
28.09.22 22:45
826
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს Twitter -ზე გამოეხმაურა.

მან ლუკაშენკოს ამ ქმედებას სამარცხვინო უწოდა. თვითონ ბელარუსის პრეზიდენტი კი პუტინის მარიონეტად მოიხსენია.

“ბელარუსის მარგინალიზებული “ლიდერის”, ლუკაშენკოს სამარცხვინო ნაბიჯი იმოქმედოს, როგორც რუსეთის კიდევ უფრო მარგინალიზებული ჩაძირული მეთაურის, პუტინის მარიონეტმა. ვერავინ შეცვლის ქართველებისა და აფხაზების ბედს ერთიან საქართველოში მშვიდობიანად იცხოვრონ”, - წერს კვირიკაშვილი.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები