მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლუმიერს ჩიმნი ქეიქი” ბათუმში ორ ახალ ფილიალს გახსნის - სად შეძლებთ ტრდელნიკების ყიდვას?

63ecdb97b2820
BM.GE
16.02.23 10:00
755
“ლუმიერს ჩიმნი ქეიქი” ბათუმში ორ ახალ ფილიალს გახსნის, - ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა ემილ კურბანოვმა გადაცემა “ქალების ნარატივში” სტუმრობისას ისაუბრა.

კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა კონკრეტულად ბათუმში ფილიალის გახსნა, მფლობელი პასუხობს, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ ამ ქალაქიდან იყო.

“ლუმიერსმა” პოპულარობა თავიდანვე დაიმსახურა, ძალიან დიდი მოთხოვნა იყო სხვადასხვა ქალაქებიდან, განსაკუთრებით ბათუმიდან”, - ამბობს ის.
მფლობელმა გადაცემაში ასევე აღნიშნა, რომ ფილიალი ბათუმში სეზონზე, მაის-ივნისიდან გაიხსნება.

“ორი ფილიალის გახსნას ვფიქრობთ, ერთი გვინდა ბულვარში, მეორე კი - ქალაქში, თუმცა შესაძლოა გავხნათ მხოლოდ ერთი და მეორე დავამატოთ მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე” - დასძინა მან.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, ემილ კურბანოვი აცხადებს, რომ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ თემასთან დაკავშირებით.

“განსაკუთრებით გალფის ქვეყნების წარმომადგენლები გვიკავშირდებიან, კომპანიას ვამზადებთ იმისთვის, რომ გავიდეთ ფრენჩაისზე, ამას ძალიან ბევრი პირობა აქვს, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ”, - ამბობს მფლობელი.

„ლუმიერს ჩიმნი ქეიქი“ საქართველოს ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა, ის მომხმარებელს ჩეხურ ტრდელნიკებს სთავაზობს. კომპანიას თბილისში 3 ფილიალი აქვს გახსნილი, სამომავლო გეგმებში კი საქართველოს სხვა ქალაქებში ფილიალების გახსნა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები