მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

m²-მა $10 მილიონის კომერციული ფართი გაყიდა - მეძმარიაშვილი

63cedfa67dcc6
ალა ისპირიანი
24.01.23 19:00
1335
m²-მა 2022 წელს $10 მილიონის კომერციული ფართი გაყიდა. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ მეძმარიაშვილიმა „Forbes კვირას“ ეთერში განაცხადა, m²-მა კომერციული ფართების გაყიდვა 2022 წლიდან დაიყო და ახალმა ინიციატივამ დაგეგმილზე უკეთესი შედეგი მოიტანა.

„ადრე კომერციულ ფართს არ ვყიდდით, გაქირავების კომპანია გვქონდა და ჩვენს კომერციულ ფართებს 100%-ით ვაქირავებდით. როცა პანდემია დაიწყო, გადავწყვიტეთ, ამ ბიზნესიდან გამოვსულიყავით და ამდენი აქტივი არ გვეტარებინა. ამიტომ ჩვენი არსებული აქტივი სრულად ინვესტორზე გავასხვისეთ. ამის შემდეგ უკვე ახალ აშენებულ კორპუსებში კომერციულ ფართს აღარ ვინახავთ და ვასხვისებთ. 2022 წელი იყო პირველი წელი, როცა ამის განხორციელება დავიწყეთ. ჩვენი გეგმა იყო, ამ კუთხით 3-დან 5 მილიონი დოლარის შემოსავალი გვქონოდა და 10 მილიონი გამოვიდა, რითაც მოხარულები ვართ“, - ამბობს ნიკოლოზ მეძმარიაშვილი.

რაც შეეხება 2023 წელს, m²-ის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ მიმდინარე წელს კომპანია ორი მიმართულებით განვითარდება, ერთია ახალი ბინების შექმნა და მეორე, პროექტი m² Highlight-ი, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირზე შენდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები