მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაჩანჩალა მდგომარეობაში ვართ..."- რაზე იმუშავებს ანა მიქაძის ახალი ფონდი?

5e23fb87f01ed
ანი ციხისთავი
19.01.20 10:42
1356
“ანა მიქაძე - დავიწყებული ტრადიციების აღდგენის ფონდი” - ასე ჰქვია ფონდს, რომელიც სულ ახლახან ყველის გილდიის თავმჯდომარე ანა მიქაძემ სხვა მწარმოებლებთან ერთად შექმნა.

“სათაურში არის მთელი კონცეფცია ჩადებული, აქედანვე შეგიძლია მიხვდე, რა სახის ფონდზეა საუბარი”,- აღნიშნავს მიქაძე.

საწყის ეტაპზე, ფონდის დამფუძნებლის თქმით, ფონდის მუშაობის ძირითადი მიმართულებები ქართული ნედლი რძის მწარმოებლების პრობლემების მოგვარება და ქართული ტრადიციული მცენარეულობის აღდგენა და განვითარებაა.

“ევროპა უბრუნდება ბიოდინამიურ მეურნეობებს, ჩვენ კი მაჩანჩალა მდგომარეობაში ვართ”,- აცხადებს ყველის გილდიის თავმჯდომარე.

“ვფიქრობ, ფონდს დიდი მნიშვნელობა ექნება. მე რომ არ მეაქტიურა ირანულ რძეზე, ის კოხტად ჩაანაცვლებდა ქართულს... ახლა ამ ფონდის სახელით გავაგრძელებთ მოძრაობას.

გარდა ამისა, არაერთი წელია ყველის მუზეუმის შექმნაზე ვსაუბრობ, 3 პრემიერი შემპირდა, თუმცა, ვფიქრობ, რომ 2020 წელს სწორედ ამ ფონდის საშუალებით შევძლებთ ამ გეგმის განხორციელებას. მერია არის ძალიან დაინტერესებული და გვაქვს სერიოზული შემოთავაზებებიც”,- აღნიშნა მიქაძემ.

ანა მიქაძის თქმით, მომავალ კვირაში ჩატარდება ბრიფინგი, სადაც ფონდის გეგმების დეტალები ცნობილი გახდება.

მიქაძემ Bm.ge-თან რძის მწარმოებლების გადასახადებისგან განთავისუფლების მოთხოვნაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სიახლე არ არის. შეგახსენებთ, რომ პრემიერი რძის პროდუქტების მწარმოებლებს ცალკე შეხვედრას შეპირდა, თუმცა ჯერჯერობით, მიქაძის თქმით, მთავრობის მხრიდან ინიციატივა არ ყოფილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები