მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესის შემცირების სამუშაოების მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება

60c79f0a8fda4
BM.GE
14.06.21 22:33
774
მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით, სამუშაოების მეორე ეტაპი ექსპერტული პროექტის შესაბამისად განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცესით გამოწვეული რისკი დღეისათვის აღარ არსებობს.

„პირველადი სამუშაოები, რაც საჭირო იყო ამ მეწყრული პროცესის შემცირებისთვის, უკვე განხორციელებულია. რამდენიმე დღეში ველოდებით ექსპერტულ პროექტს, რომლის მიხედვით დავიწყებთ მეორე ეტაპის სამუშაოებს და დაახლოებით, ორ თვე-ნახევარში ამ ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები