მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მადამ დემ“ წარმოება გააორმაგა - ინვესტიცია ₾1.5 მილიონია

63bac495f1450
ვიქტორია მღებრიშვილი
08.01.23 17:25
1316
პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებული კომპანია „მადამ დე“-მ საწარმოო ხაზი განაახლა. შედეგად ქარხანამ ოპერირება გაორმაგებული სიმძლავრეებით დაიწყო.

კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე რატიშვილმა BM.GE-სთან გასული წლის სიახლეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ „მადამ დეს“ წარმოებისთვის 2022 გამორჩეული წელი იყო. მისი ინფორმაციით, გადაიარაღებისთვის დაახლოებით 1.5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორცილდა, რომლის 70% EBRD-ის თანადაფინანსება იყო.

„2022 წელს ჩვენს წარმოებაში საწარმოო ხაზი განვაახლეთ. გერმანიიდან ახალი დანადგარები ჩამოვიტანეთ, რამაც წარმოების გაზრდასთან ერთად პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის წარმოების შესაძლებლობა მოგვცა. ახალი დანადგარების დამონტაჟებით საწარმოო სიმძლავრე გაორმაგდა, მარტიდან კი უცხოელ პარტნიორებთან ერთად 10-მდე ახალი სახეობის პროდუქტის წარმოებაზე დავიწყებთ მუშაობს“, - აღნიშნა სანდრო რატიშვილმა.

დღეს „მადამ დეს“ ქარხანაში საათში 18 000 – 20 000 ერთეული პროდუქტი იწარმოება და ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ახალი სახეობის პროდუქტის დამატების შემდეგ კომპანია ახალი სამუშაო ადგილებზე დამატებით 8-10 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.
ალექსანდრე რატიშვილი აღნიშვანს, რომ თუ დღეს მათი ნაწარმი მხოლოდ საქართველოში იყიდებოდა, ახალი პროდუქტის დამატების შემდეგ კომპანია საკონდიტრო ნაწარმის მეზობელ ქვეყნებში რეალიზებაზე მუშაობას დაიწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები