მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მადარტი“ თბილისში ახალ ფილიალს ხსნის - ინვესტიცია 4 მლნ ლარამდეა

5f21968506e4a
ვიქტორია მღებრიშვილი
29.07.20 20:20
26239
სექტემბერში საკონდიტრო „მადარტი“ პანდემიის მიუხედავად, თბილისში, სამგორის რაიონში მე-4 ფილიალს გახსნის - ამის შესახებ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ბექა ბოსტაშვილმა BM.GE-ის განუცხადა. მისი ინფორმაციით, ფილიალის გახსნისთვის საჭირო ინვესტიცია 4 მლნ ლარამდე იქნება.

„ახალი ფილიალი სამგორის რაიონში ოსიპ მანდელშტამის ქუჩაზე გაიხსნება და ის უმაღლეს ISO-ს სტანდარტებს დააკმაყოფილებს, როგორც ვიზუალურად, ასევე მისი წარმოება უმაღლესი სტანდარტებით იქნება, რაც კი ბაზარზე არსებობს. აღჭურვილი იქნება თანამედროვე იტალიური დანადგარებით, რომელთა გარკვეული ნაწილის ტრანსპორტირება პანდემიის გამო შეფერხდა, თუმცა უახლოეს დღეებში ადგილზე იქნება. ამასთან ობიექტზე გათვალისწინებულია 1 800 კვმ-ის საპარკინგე ადგილი“, - განაცხადა ბექა ბოსტაშვილმა.



„მადარტის“ ფინანსური დირექტორის თქმით, ახალი ფილიალის გახსნით კომპანია გაზრდის როგორც დასაქმებულთა რაოდენობას, ასევე წარმოების ასორტიმენტსა და კომპანიის წარმადობას.  „მადარტი“ დამატებით 150 ადამიანს დაასაქმებს. დღეისთვის კომპანიაში 500-მდე ადამიანია დასაქმებული.

რაც შეეხება პროდუქციას, დღეს საკონდიტრო 40 სახეობის პროდუქტს ამზადებს, ახალ ფილიალში კი დამატებით 30 სახეობის პროდუქტის წარმოების დამატება იგეგმება ეტაპობრივად, რაც ჩვენს წარმოებას გააორმაგებს.

ამასთან საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ კომპანიის თვიური ბრუნვა თუ 2.5 მლნ ლარი გვქონდა, ახალი ფილიალი ამ რიცხვს 4 მლნ ლარამდე გაზრდის“, - განაცხადა „მადარტის“ ფინანსურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, საკონდიტრო კომპანია "მადარტი" ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს. დღეისთვის მას თბილისის მასშტაბით 3 ფილიალი აქვს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები