მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მადლობა მერიას, მაგრამ ახლა მოდი ცოტა სწრაფად ვიმოქმედოთ” - რესტორნები სუბსიდირებას ელოდებიან

60884f63ead1b
ანუკა ჯოხაძე
27.04.21 21:10
831
მარტის დასაწყისში რესტორნების სუბსიდირების პროგრამის შესახებ გახდა ცნობილი, რომლის საშუალებითაც თბილისის მასშტაბით არსებული რესტორნები დახმარების სახით 5000 ლარს მიიღებდნენ. თუმცა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პროგრამით გამოყოფილი დახმარებები კერძო სექტორს ამ დრომდე არ მიუღია.

როგორც რესტორან “ონორეს” დამფუძნებელი ალექსანდრე ბაგრატიონი ამბობს, პროგრამის ინიციატორი თავდაპირველად თავად იყო. როგორც ის ამბობს, დღეს, როცა სარესტორნე ბიზნესს ხარჯები განსაკუთრებით გაზრდილი აქვს და არსებული რეგულაციების გამო კვების ობიექტებში დატვირთვა შემცირებულია, რესტორნებისთვის სუბსიდირების თანხების დროული ჩარიცხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“პროგრამაზე მუშაობის დაწყება ჩემგან სოციალურ ქსელში კახა კალაძის “დათაგვას” მოჰყვა. შევიმუშავეთ რესტორნების დასახმარებელი პროგრამაც, დავსხედით და დავწერეთ კრიტერიუმებიც, რის მიხედვითაც რესტორნების დახმარება მოხდებოდა. როგორც ვიცით, ახლა არიან განაცხადების გადარჩევის პროცესში. ფაქტია, რომ უნდა დაჩქარდეს პროცესი, რადგან საიჯარო ვალდებულებები გააქტიურებულია, მომხმარებლები არ გვყავს, საღამოს 8 საათზე დახურვა გვიწევს. ეს ფული კი სასიცოცხლოდ საჭიროა. ბევრი არ არის, მაგრამ ვიღაც კომუნალურებს გადაიხდის, ვიღაც კი თანამშრომლების ტაქსის ფულს დაფარავს. დიდი მადლობა მერიას, მაგრამ მოდი ახლა ცოტა სწრაფად ვიმოქმედოთ”, - აცხადებს ალექსანდრე ბაგრატიონი.

ცნობისთვის, რესტორნების სუბსიდირების პროგრამა რესტორნების ერთჯერად დახმარებას გულისხმობს, რითაც ჯამურად 400-მდე რესტორანმა უნდა ისარგებლოს. ამ მიმართულებით თანხების გამოყოფა ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს და ჯამურად რესტორნების სუბსიდირებაში სახელწმიფო 2 მილიონ ლარს გადაიხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები