მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მადლობა თითოეულ პოლიციელს - მამუკა მდინარაძის მიმართვა

6409e2811d84b
გიგა ბენია
09.03.23 17:44
577

"მადლობა თითოეულ პოლიციელს, ვინც გმირულად აკეთა თავისი საქმე ბოლო დღეების განმავლობაში", -ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში, მდინარაძე მადლობას უხდის იმ ადამიანებსაც, რომლებიც აქციაზე იდგნენ, თუმცა მისი თქმით, რადიკალიზმს არ აჰყვნენ.



"მადლობა თითოეულ პოლიციელს, ვინც გმირულად აკეთა თავისი საქმე ბოლო დღეების განმავლობაში, აჩვენა უპრეცედენტო თავშეკავება და პროფესიონალიზმი!

თითოეულ ჩვენს აქტივისტს თუ მომხრეს, ვინც გმირულად აიტანა უპრეცედენტო ბულინგი, გამოწვეული ყველაზე მასშტაბური ფეიკკამპანიით, ყველაზე ამაზრზენი ბრალდებით და დარწმუნებულია ჩვენს სიმართლეში საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე!


თითოეულ ადამიანს, თუნდაც მას, ვინც გულწრფელი პროტესტი გამოხატა და არ აყვა რადიკალიზმს, რომელსაც შეიძლებოდა უბედურებამდე, ქაოსამდე და ადამიანების, ახალგაზრდების თუ პოლიციელების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდეს რისკებამდე მივეყვანეთ, რომელიც ომის პარტიის ერთადერთი ოცნებაა.


ჩვენი ოცნება კი ორ ფეხზე მყარად მდგარი, ღირსეული, ადამიანზე ორიენტირებული, მშვიდობიანი და განვითარებული საქართველოა, როგორც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა!", - წერს მამუკა მდინარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები