მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მადნები, ღვინოები, ფეროშენადნობები - საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი $1.2 მლრდ-მდე შემცირდა

64904e623e238
ვიქტორია მღებრიშვილი
19.06.23 20:00
532
საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი, რაც ექსპორტს რეექსპორტის გარეშე გულისხმობს, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 22.9%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 232 მილიონი დოლარს გაუტოლდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ადგილობრივი ექსპორტის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა იანვარ-მაისში 18.6%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 503 მილიონი დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 49.2%-ს შეადგენდა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში 10 უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.9% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები რუსეთი (219.3 მლნ დოლარი), ჩინეთი (176.2 მლნ დოლარი) და თურქეთი (152.6 მლნ. აშშ დოლარი) არიან. ამასთან, ადგილობრივი ექსპორტის TOP-3 პარტნიორი ქვეყნიდან ექსპორტი მხოლოდ რუსეთთან არის გაზრდილი, ხოლო ჩინეთთან და თურქეთთან შემცირებულია.

რაც შეეხება, იმას, თუ რომელ ადგილობრივი წარმოების საქონელი შედის რეალიზებული საქონლის TOP-10-ეულში, საქონლის რეიტინგი ასეთია:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 310.6 მლნ დოლარი, კლება - 33.3%;
2. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 103.2 მლნ დოლარი, ზრდა - 29.8%;
3. ფეროშენადნობები - 86.5 მლნ დოლარი, კლება - 69.1%;
4. აზოტოვანი სასუქები - 85.5 მლნ დოლარი, კლება - 44%;
5. მინერალური და მტკნარი წყლები - 52 მლნ დოლარი, ზრდა - 26.7%;
6. მინერალურ და მტკნარი წყლები შაქრის დანამატებით დაგაზიანებული - 45.7 მლნ დოლარი, ზრდა - 96.8%;
7. დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქრო - 38.2 მლნ დოლარი, ზრდა - 8.9%;
8. სპირტიანი სასმელები - 37.5 მლნ დოლარი, ზრდა - 42.8%;
9. თხილი და სხვა კაკალი - 33.1 მლნ დოლარი, კლება - 3.1%;
10. ტრიკოტაჟის ნაწარმი - 31.1 მლნ დოლარი, კლება - 10.4%.

სხვა დანარჩენი ადგილობრივი საქონლის ექსპორტი ჯამურად 3.7%-ითაა შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები