2016-2022 წლებში, სკუს ხელმძღვანელობით Maersk-მა გაფართოების ახალ მასშტაბებს მიაღწია, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი საფონდო ბირჟაზე თითქმის გაორმაგდა. გარდა წარმატებული წლებისა, Maersk-ს არაერთ საერთაშორისო გამოწვევასთანაც მოუწია გამკლავება, მათ შორის იყო პანდემია და ომი.
ვინსენტ კლერკი ლოგისტიკის სფეროს ვეტერანია, ის წლების განმავლობაში Maersk-ის საზღვაო გადაზიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, 2023 წლის პირველი იანვრიდან კი ის კომპანიას ახალ ამპლუაში გაუძღვება.
ზემოხსენებული ცვლილების მიზეზად დირექტორთა საბჭო კომპანიის სტრატეგიის გადახედვას და გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებას ასახელებს.
1904 წელს დანიაში დაფუძნებული Maersk-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანიაა, ის მსოფლიოს მასშტაბით 95,000 თანამშრომელს ასაქმებს და ყოველწლიურად დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის შემოსავალს აგენერირებს.