მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყება

648dcb8460324
BM.GE
17.06.23 19:35
306
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის“ პროგრამის მიმართ დაფიქსირდა მაღალი ინტერესი. მათივე ცნობით, მაღალია მომართვიანობა ცხელ ხაზზე 1501.

"პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდა აჭარაში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, განაცხადების მიღების დაწყების თარიღად განისაზღვრა 27 ივნისის 12:00 საათი. განაცხადები მიიღება შემდეგ ბმულზე my.rda.gov.ge",- განმარტავენ სააგენტოში.

„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს. დამატებითი 10%-იანი ბენეფიტია განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის. აღსანიშნავია, რომ პროექტის ჯამური ღირებულება, განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის, არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს. აღსანიშნავია, რომ პროგრამით დაფინანსდება, როგორც სასოფლო-სამეურნეო (გარდა პირველადი წარმოებისა), ასევე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნესიდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული შეზღუდვებისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები