მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაღაზიებში მომხმარებელთა რაოდენობა შემცირებულია" - "სპარის" მმართველი დირექტორი

5ebc22dd79d2f
ანი ციხისთავი
13.05.20 21:50
2243
“ადამიანები 2-3 დღეში ერთხელ დადიან მაღაზიაში პროდუქციის შესაძენად. ამის გამო ჩვენთან მომხმარებელთა რაოდენობა შემცირებულია”,- ამის შესახებ გადაცემა #ქალებისნარატივში “სპარის” მმართველმა დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, პანდემიამ კომპანიაში ხარჯების ზრდაც გამოიწვია. “გადაწყობის გამო ხარჯი კატასტროფულად არის გაზრდილი. ჩვენი შემოსავალი შემცირებულია”,- ამბობს კომპანიის მმართველი დირექტორი.

მირანდა მანჯგალაძემ “სპარის” გადაწყობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ხშირად რამდენიმე საათში უნდა მომხდარიყო, კომპანიის არც ერთი მაღაზია არ დახურულა და არ შეუწყვეტიათ არც ერთი პროდუქტის მიწოდება.

“ჩვენც და ყველა რითეილერი განსაკუთრებით კბილებით ვიჭერდით 9 ძირითად პროდუქტს, რომ ბაზარზე არ შექმნილიყო მათი დეფიციტი. მომწოდებლებს რომ არ შექმნოდათ ქეშის ლიკვდურობის პრობლემა, ყველა რითეილერი ქეშით იხდიდა, რომ თაროზე ეს პროდუქტები ჰქონოდათ. ამან კი ქეშის დეფიციტის კუთხით ძალიან დიდი პრობლემების წინაშე შეიძლება დააყენოს კომპანია”,- ყვება “სპარის” მმართველი დირექტორი.

მირანდა მანჯგალაძის აზრით, როგორც “სპარი”, ასევე მთლიანად სექტორი წარმატებულად შეხვდა გამოწვევას და კრიზისის მართვა მოახერხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები