მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ბითაძე: მოსახლეობისთვის ნარჩენების სეპარირება სავალდებულო გახდება

5fe85da3ec313
სალომე მეცხვარიშვილი
27.12.20 15:32
5501
"მოსახლეობისთვის ნარჩენების სეპარირება სავალდებულო გახდება", - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გადაცემა “Forbes კვირასთან” განაცხადა.

მაია ბითაძის თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებას პარლამენტი მომდევნო წელს გეგმავს, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს ვალდებულება მთლიანად საქართველოს მოსახლეობაზე ეტაპობრივად გავრცელდება.

კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ნარჩენების შესახებ კოდექსი წლების წინ არის მიღებული, რომელიც მსგავსი ვალდებულების შემოღებასაც ითვალისწინებს, თუმცა, საკანონმდებლო დონეზე ამას დაზუსტება ესაჭიროება.

მაია ბითაძის თქმით, სანამ ნარჩენების სეპარაცია სავალდებულო გახდება, მანამდე სახელმწიფომ შესაბამისი ინფრასტრქუტურა უნდა მოაწყოს, რაც თბილისში უკვე დაწყებულია - ჭავაჭავაძის გამზირზე თბილისის მერიამ უკვე მოაწყო მიწისქვეშა ნაგვის ურნები, რომლებიც მოგვიანებით ამოქმედდება.

კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ნარჩენების განცალკევების წასახალისებლად მოქალაქეებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესებაც იგეგმება.

"ჯერ მოსახლეობისგან ნარჩენების სეპარირებულად ამოღება არ ხდება, თუმცა, ამ კუთხითაც იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მომავალ წელს დაინიცირდება. ბუნებრივია, ეს რთული გზაა, თუმცა, მაგალითად ევროკავშირში არსებობს ხელშემწყობი მექანიზმები - სახადასახადო შეღავათები იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც დაასეპარირებენ ნარჩენებს”, - აცხადებს მაია ბითაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები