მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი - არ მგონია, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა იყოს უპრიანი, თუმცა ეს ჩვენი პარლამენტარების მსჯელობის საგანია

5dea53c761be4
BM.GE
06.12.19 17:11
706
საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყანას პარტიული დემოკრატიის ბევრად უკეთ განვითარებაში დაეხმარებოდა.

„გვექნებოდა ბევრად უფრო მეტი აქცენტი უშუალოდ პარტიების საარჩევნო პროგრამებზე, თუმცა ამ პროექტმა ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ნდობა ვერ დაიმსახურა. რაც შეეხება სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ან საერთოდ, არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლას, როგორც ვხედავთ, ამ ეტაპზე, კონსტიტუციის ცვლილებების რესურსი არ არის. არ მგონია, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა იყოს უპრიანი, თუმცა პირველ რიგში ეს არის ჩვენი პარლამენტარების მსჯელობის საგანი, რაც შეეხება კონფრონტაციას, საპროტესტო აქციებს და ზოგადად, ამ საკმაოდ აგრესიულ გარემოს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ქუჩიდან გადავიდეს პარლამენტში, მოლაპარაკების მაგიდასთნ და ყველამ ერთად გავაგრძელოთ ფიქრი თუ როგორ შეიძლება 2020 წლის არჩევნები ჩავატაროდ კიდევ უფრო გამჭვირვალედ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები