მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

5db0085a80f9a
BM.GE
23.10.19 11:58
730
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ დირექტორ ფლავია პალანცას შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაძლიერებისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა. ასევე, აღნიშნეს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადგომის უდიდესი მნიშვნელობა და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.

22-23 ოქტომბერს თბილისი, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმს" მასპინძლობს, რომელშიც 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურება, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები