მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაკდონალდს საქართველოს“ თანადგომით განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვის ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ რუსთავის ფილიალი სრულად განახლდა

6347dac1d2d5d
BM.GE
13.10.22 13:26
454
McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში „მაკდონალდს საქართველოს“ თანადგომითა და ფინანსური მხარდაჭერით, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვის ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ რუსთავის ფილიალი სრულად განახლდა და სენსორული სივრცით აღიჭურვა.

გარდა ამისა, „მაკდონალდს საქართველოს“ საქველმოქმედო კამპანიის შედეგად, რუსთავში მცხოვრები ბავშვებისთვის „პირველი ნაბიჯის“ ცენტრის ეზოს ტერიტორიაზე მოეწყო სათამაშო მოედანი, რომელიც თვის განმავლობაში 200-მდე ბავშვს გაუწევს მომსახურებას. რუსთავის, დიღმისა და ისნის ფილიალები კი საჭირო ინვენტარით და განმავითარებელი მასალით აღიჭურვა, რაც ორგანიზაციის სპეციალისტებს ბავშვებთან მუშაობის დროს დაეხმარება, გამოიყენონ ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა ხელი შეუწყონ ბავშვების განვითარებასა და მათთვის საჭირო ახალი უნარების დასწავლას.

„მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ალექსანდრე შენგელიას განცხადებით, „მაკდონალდსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, წლების განმავლობაში აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებს, რომლის მთავარი მიზანი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვაა.

„მოხარული ვარ, რომ McHappy Day-ის წლევანდელი კამპანიის ფარგლებში, ჩვენი ერთგული მომხმარებლის ჩართულობით, კიდევ ერთი მასშტაბური საქველმოქმედო პროექტი განვახორციელეთ და შევძელით სხვადასხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მათი განათლების ხელშეწყობა. McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი და ჩვენი მომხმარებლის თანადგომით არაერთ ბავშვს გავუფერადებთ ცხოვრებას და ვიზრუნებთ მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე“, - აღნიშნა ალექსანდრე შენგელიამ.

აღსანიშნავია, რომ „პირველი ნაბიჯის“ რუსთავის განახლებული ფილიალის გახსნის ღონისძიებაზე კომპანია „მაკდონალდს საქართველო“ ორგანიზაციის ბენეფიციარ ბავშვებს მათი საყვარელი ჰეფი მილებით და ორინჯ ბოულის ნატურალური წვენით გაუმასპინძლდა. ბავშვებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს „მაკდონალდსის“ მიერ ორგანიზებულ სხვა სახალისო აქტივობებშიც, მათ შორის სახის მოხატვაში, ბუშტებით თამაშში და სხვა.

„პირველი ნაბიჯის“ დირექტორის თამუნა ზაალიშვილის თქმით, აღნიშნული საჩუქარი უმნიშვნელოვანესია პირველი ნაბიჯის ბავშვებისათვის.

„გვიხარია, რომ კომპანია „მაკდონალდს საქართველო“-მ საქველმოქმედო კამპანიის McHappy Day-ის ფარგლებში წელს ბენეფიციარ ორგანიზაციად პირველი ნაბიჯი შეარჩია. „მაკდონალდსისა“ და მისი ერთგული მომხმარებლების მხარდაჭერით შემოსული თანხით „პირველი ნაბიჯის“ ფილიალები აღიჭურვა საჭირო ინვენტარითა და განმავითარებელი მასალით, მოეწყო სენსორული თერაპიული ცენტრი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზაციის ბენეფიციარი ბავშვებისთვის, რადგან პირველ რიგში, მათ ექნებათ ახალი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა რუსთავში, რაც უმნიშვნელოვანესია მათი განვითარებისთვის“, - განაცხადა „პირველი ნაბიჯის“ დირექტორმა თამუნა ზაალიშვილმა.

„პირველი ნაბიჯი“ 23 წელზე მეტია ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე, რათა უზრუნველყოს ბავშვებისა და მათი ოჯახების ღირსეული ცხოვრება. ორგანიზაცია 900-ზე მეტ ბავშვს ემსახურება ყოველთვიურად და ახორციელებს ათამდე პროგრამას, მათ შორის - ბავშვთა ადრეული განვითარების, აუტიზმის, დღის ცენტრის, ბინაზე მოვლის და სხვა პროგრამებს.

McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, გასული წლების განმავლობაში „მაკდონალდს საქართველომ“ ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა თუ კოჯორში მრავალ ორგანიზაციას გაუწია დახმარება.


(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები