„მაკდონალდსის“ მხარდაჭერით ბავშვებზე ზრუნვის ორგანიზაციის რუსთავის ფილიალი განახლდა
BM.GE
13.10.22 09:29
• 256
„მაკდონალდს საქართველოს“ თანადგომით განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვის ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ რუსთავის ფილიალი სრულად განახლდა. მაკდონალდს საქართველოს“ საქველმოქმედო კამპანიის შედეგად, რუსთავში მცხოვრები ბავშვებისთვის „პირველი ნაბიჯის“ ცენტრის ეზოს ტერიტორიაზე მოეწყო სათამაშო მოედანი, რომელიც თვის განმავლობაში 200-მდე ბავშვს გაუწევს მომსახურებას. ამასთან ფილიალი საჭირო ინვენტარით და განმავითარებელი მასალით აღიჭურვა, რაც ორგანიზაციის სპეციალისტებს ბავშვებთან მუშაობის დროს დაეხმარება. McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, გასული წლების განმავლობაში „მაკდონალდს საქართველომ“ ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა თუ კოჯორში მრავალ ორგანიზაციას გაუწია დახმარება.