„ ვცადეთ და გამოგვივიდა, რომ კრიზისის დაწყების მომენტში, არცერთი ბიზნესის დაფინანსება არ გაგვიჩერებია, რაც „მაკდონალდსის“ და თიბისის პარტნიორობის კარგი მაგალითია“, - ამის შესახებ TBC კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან შავკაციშვილმა განაცხადა გადაცემა "ფორბს კვირაში" განაცხადა, სადაც გადაცემის წამყვანმა გიორგი ისაკაძემ "თიბისი კონცეფტის" ფორმატში ლევან შავკაციშვილთან ერთად "მაკდონალდს ჯორჯიასაც" უმასპინძლა.
TBC კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსის თქმით, ორი კომპანიის თანამშრომლობა ოც წელზე მეტს ითვლის და ამ პარტნიორობით პანდემიური გამოწვევების გადალახვაც მარტივად მოხერხდა.
„ბატონ თემურ ჭყონიას, თენგიზ კაპანაძეს და „მაკდონალდსს“ გამორჩეულად კარგი შედეგები ჰქონდათ და სწორედ ამიტომ გაგვიმარტივდა მათთან თანამშრომლობა. მათ ახალ რეალობაზე გადაწყობა გამორჩეულად კარგად შეძლეს. დღეს „მაკდონალდსში“ გაყიდვების დაახლოებით 60% მოდის დრაივზე და მიტანის სერვისზე. ეს არის წარმოუდგენელი შედეგი, რომელსაც მიაღწიეს არა 2 წლის განმავლობაში, არამედ - მალევე, როგორც კი დაიკეტა რესტორნები, შეძლეს, რომ გაყიდვების 60% გადაწყობილიყო დრაივზე ან მიტანის სერვისზე. ამან მოგვცა იმის კომფორტი, რომ დაწყებული რესტორნების პროექტები, ბოლომდე დაგვესრულებინა. ეს პროექტი მთლიანობაში დაჯდა დაახლოებით 6 მილიონ ევრომდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თანხა იყო იმ პერიოდში ამ ინდუსტრიაში ინვესტიციისთვის, თუმცა ახლა ერთად ვიმკით წარმატებას“, - განაცხადა ლევან შავკაციშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში, თბილისში, „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წელს რუსთაველის გამზირზე, ხოლო მეორე - 2000 წელს, მარჯანიშვილის მოედანზე გაიხსნა.