მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკრონი: საფრანგეთში ახალი ლოქდაუნი ვაქცინაციის დაბალი ტემპის ბრალია

605c83bb993b5
ნათია თაქთაქიშვილი
25.03.21 22:20
845
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, კოვიდის გაზრდილი შემთხვევები ვაქცინაციის დაბალი ტემპის ბრალია, რის შედეგადაც სახელმწიფო იძულებულია ლოქდაუნი გამოაცხადოს, რათა კორონავირუსის გავრცელება შეაჩეროს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანაში სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ვაქცინაციასთან დაკავშირებული კამპანია, რადგან უახლესი მონაცემებით, საფრანგეთის მოსახლეობის მხოლოდ 9.3%-ია აცრილი.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში 19 მარტიდან ისევ ლოქდაუნი გამოცხადდა. ამჟამინდელი მონაცემებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ოთხი კვირა გაგრძელდება და შესაბამისად, ერთი საათით, 19:00 საათამდე გადაიწია კომენდანტის საათმა, შეზღუდულია გადაადგილება და დაკეტილია სავაჭრო ცენტრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები