საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ინაუგურაციაზე პირობა დადო, რომ უკრაინაში დემოკრატიის გამარჯვებას დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთმა კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით უნდა იმოქმედოს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა მის მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ ამით საფრანგეთმა მხარი დაუჭირა "დამოუკიდებლობის პროექტს დესტაბილიზებულ სამყაროში“.
ცნობისთვის, დღეს ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.