მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მალტა ევროპაში პირველი ქვეყანაა, რომელმაც კანაფის რეკრეაციული გამოყენება დააკანონა

61b9b312ebba5
თათია კაკიაშვილი
16.12.21 00:45
429
მალტა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც კანაფის რეკრეაციული გამოყენება დააკანონა და ლეგალიზებული გახადა. ამის შესახებ CNN წერს. გამოცემის ცნობით, კანონპროექტს, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ხელს მალტის პრეზიდენტი ჯორჯ ველა მოაწერს მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა კანონპროექტი პარლამენტში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

"კანაფის რეფორმის კანონპროექტი ახლახან, მესამე მოსმენის ეტაპზე დამტკიცდა. ჩვენ ცვლილებების შემქმნელები ვართ!“, - დაწერა "ტვიტერზე" ოუენ ბონიჩიმ, მალტის თანასწორობის, კვლევისა და ინოვაციების მინისტრმა.

ცნობისთვის, №241 კანონპროექტი ცდილობდა, დაედგინა „კანაფთან დაკავშირებული გარკვეული აქტივობების შეზღუდული დეკრიმინალიზაცია, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ბალანსი ინდივიდუალურ თავისუფლებას შორის კანაფის შეზღუდული პირადი მოხმარებისას და სხვა სოციალურ მოთხოვნებს შორის“. ახალი კანონის მიხედვით, 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს უფლება ექნებათ შვიდ გრამამდე კანაფი ატარონ და სახლში 4 სახეობის კანაფის მცენარეები გააშენონ. თუმცა, საჯარო სივრცეში კანაფის მოწევა კანონის საწინააღმდეგოდ დარჩება და ვინც 18 წლამდე ასაკის პირის თანდასწრებით კანაფს მოიხმარს, 340-დან 564 აშშ დოლარამდე ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები