მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მამალო დორა“ - გიორგი შეშაბერიძის ჯოხიანი კანფეტების ბიზნესი (R)

6299cf0c8c215
BM.GE
03.06.22 13:42
1294
2017 წელს გიორგი შეშაბერიძე მამალოების წარმოებით გახდა ცნობილი. ხოლო ცოტა ხნის წინ კი, მისმა ბიზნესმა ბედი Shark Tank-ზეც სცადა და ეს მცდელობა დიდი წარმატებით დასრულდა.

საიდან გაჩნდა მამალოების წარმოების იდეა და როგორ განავითარა გიორგიმ ეს იდეა ოჯახთან ერთად? - ამ თემაზე ის თავად გვესაუბრა:

„2017 წლის ერთ საღამოს ტელევიზორის ყურებისას ტკბილეული მომინდა და მშობელმა ძველებურ რკინის ყალიბში მამალო გამიკეთა. ძალიან მომეწონა ეს მამალო, მას იმდენად დახვეწილი ვიზუალი ჰქონდა და ამასთანავე ისეთი გემრიელი იყო, რომ გადავწყვიტე, მაღაზიაში ჩამებარებინა. შემდეგ დილას ისინი ზურგჩანთაში ჩავალაგე და მშობლებს ვუთხარი, რომ სკოლაში, თანაკლასელებთან მიმქონდა. რეალურად კი, ჩვენს ერთ-ერთ უბნის მარკეტში ჩავაბარე.“

შემდეგ დილას მარკეტში მისულ გიორგის შეშაბერიძემ გამყიდველმა უთხრა, რომ მამალოები კარგად გაიყიდა და მომდევნო დღესაც მოეტანა ისინი. თუმცა, ოჯახს ეს ამბავი სერიოზულად არ მიუღია და შედეგად გიორგის თავად მოუწია მამალოების დამზადება. მიღებული თანხით კი გიორგიმ თავის დას, თეოდორას საწოვარა უყიდა და კიდევ 10 ცალი პეპლის ყალიბი შეიძინა. ასე დაიწყო მისი ბიზნესი.

„ჩვენი სტარტაპი მომხმარებელს სთავაზობს ჯოხიანი კანფეტების მრავალფეროვან სახეობებს, როგორებიცაა: კანფეტი ჟელიბონით, თაფლით, გამომშრალი ხილით, ღვინის კანფეტი, ფოტო კანფეტი, სამკურნალო კანფეტი და ასევე კანფეტი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისათვის.“

ამჟამად გიორგის მამალოები 700-მდე მარკეტში იყიდება და მათ დარიგებას 4 სადისტრიბუციო კომპანია უზრუნველყოფს. ჯამურად კი, მამალოს წარმოების პროცესში 8 ადამიანია ჩართული.

როგორც შესავალში ვახსენეთ, გიორგიმ ცოტა ხნის წინ მონაწილეობა Shark Tank-ში მიიღო. პროექტში გასვლის იდეა კი მას პირველი სეზონის ყურებისას გაუჩნდა.

„ვფიქრობდი, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდი, მაგრამ ნამდვილად არ წარმომედგინა, თუ ხუთივე შარქი გამომყვებოდა. აღებული ინვესტიციით ვაპირებ წარმადობის გაზრდის მიზნით, შევიძინო დანადგარი და დარჩენილი თანხა მარკეტინგს მოვახმარო.“

შეგახსენებთ, საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ - Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები