მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Manchester United-ს შემოსავლები 12%-ით შეუმცირდა

5e5629773b6b3
ნათია თაქთაქიშვილი
26.02.20 21:30
753
მსოფლიოში ცნობილ საფეხბურთო კლუბს Manchester United-ს მთლიანი შემოსავლები 12%-ით შეუმცირდა ბოლო ექვსი თვის გამავლობაში, რაც დიდწილად ჩემპიონთა ლიგაში არყოფნით არის განპირობებული. ამის შესახებ BBC-ი წერს.

როგორც გამოცემა იტყობინება, კლუბის შემოსავლებმა ამავე პერიოდში 303.8 მილიარდი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

გუნდის დირექტორმა ედ ვუდვარდმა განაცხადა, რომ შემცირებული შემოსავლები გასაკვირი არ არის, რადგან შემოსავლები მატჩების ტრანსილაციიდან თითქმის 33.4%-ით არის შემცირებული, რაც გამოწვეულია კლუბის ჩემპიონთა ლიგაში არყოფნით.

გუნდის დირექტორი აცხადებს, რომ Manchester United-ს კარგი შედეგები აქვს პრემიერ ლიგაზე, ევროპის ლიგაზე და FA Cup-ზე. მისი ვარაუდით, 2020 წელს კლუბის შემოსავლები 560-580 მილიონ ბრიტანულ სტერლინგს გაუტოლდება.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბმა რეკორდულად მაღალი შემოსავლები 2019 წლის ივლისში მიიღო და 627 მილიონი ბრიტანული სტერლინგი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები