მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ქვრივიშვილი - წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება ყაზახურ ავიაკომპანია FlyArystan-თან

63ea2c27db51b
BM.GE
13.02.23 16:23
595
„წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება პარტნიორ ყაზახურ ავიაკომპანიასთან FlyArystan. შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყება პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქუთაისსა და ალმატის შორის. ამით ფრენების სიხშირეთა რაოდენობა კვირაში 15-მდე გაიზრდება. ამ ეტაპზე, საქართველოში ფრენები ყაზახეთის 4 ქალაქიდან ხორციელდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ალმატი მნიშვნელოვანი დანამატია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, საქართველოს ავიაბაზრისა და ტურიზმის სექტორისთვის.

„დამატებითი სიხშირეები და მიმართულებები ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას. განსაკუთრებით გამოვყოფდი ყაზახეთს, როგორც ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

FlyArystan კვირაში ორი სიხშირით ფრენებს ალმატი - ქუთაისის მიმართულებით 4 ივნისიდან შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები