მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Marks & Spencer-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

628e37f04806b
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.22 18:55
793
ტანსაცმლის ბრიტანულმა მწარმოებელმა Marks & Spencer-მა, რომელმაც რუსეთში საქმიანობა 3 მარტს შეაჩერა, რუსული ბაზრიდან სრულად გასვლა გადაწყვიტა. 

"M&S ეს ღირებულებებზე დაფუძნებული ბიზნესია. ამის გამო 2022 წლის 3 მარტიდან რუსეთის ბაზრის მომარაგება შევწყვიტეთ. შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რუსული ფრანჩაიზებიდან გავიდეთ. რუსეთიდან გასვლასა და უკრაინაში ბიზნესის შეჩერების გამო, კომპანიის ხარჯი £31 მლნ იქნება“, - წერია კომპანიის პირველი კვარტლის ანგარიშში.

კომპანიაში განმარტავენ, რომ საომარი ვითარებისა და ევროკავშირის საზღვარზე არსებული სირთულეების გამო უკრაინაში ბიზნესსაქმიანობა შეჩერებულია და მას შესაძლებლობის მიღებისთანავე განაახლებენ.

Marks & Spencer-ის მაღაზიებს რუსეთსა და უკრაინაში ფრანჩაიზის ლიცენზიის მფლობელები მართავენ და მათი გაყიდვები 2021 და 2022 წლებში £102,5 მლნ იყო ($128,5მლნ).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები