კომპანია "ქართული ჰოსპიტალების ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს ნინო კობახიძე მარნეულში, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
"მარნეულში დაინფიცირებული 62 წლის პაციენტი ჯეოჰოსპიტალის სამედიცინო ცენტრში მოთავსდა სამი დღის წინ. დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი, ახლავს თანხმლები დაავადებები - გულსისხლძარღვთა დაავაადება და დიაბეტი. პირველივე დღიდან პაციენტი იმყოფება მართვითი სუნთქვის აპარატზე, ექიმების მაქსიმალური მეთვალყურეობის ქვეშ. დღეს პაციენტი გადმოიყვანეს თბილისში. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ჩვენი კლინიკა მარნეულში სრულად გადადის კარანტინის რეჟიმში. დაავადების კონტროლის ცენტრთან ერთად მიდის პაციენტის კონტაქტების იდენტიფიცირება. როგორც ცნობილია პაციენტის და იმყოფებოდა აზრბაიჯანში", - წერს ნინო კობახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის სამი – გამოჯანმრთელების. კარანტინის რეჟიმში – 1966, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანი იმყოფება.