მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მართლა ოპოზიციის ბრალი კი არ არის, სტატუსი რომ არ მივიღეთ - ღარიბაშვილი

62b344ef12643
ალა ისპირიანი
22.06.22 20:44
20722
"მართლა ამათი [ოპოზიციის] ბრალი კი არ არის, სტატუსი რომ არ მივიღეთ. ესენი ერთ-ერთი მონაწილეები არიან", - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატ ალექსანდრე რაქვიაშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

"რა გავაკეთეთ ჩვენ იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო იგივე პირობებით კანდიდატის სტატუსი, რა პირობებითაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს? - ბატონო ალექსანდრე, გარწმუნებთ, რომ ჩვენ მართლაც მაქსიმალური გავაკეთეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იმის გამო, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, პრემიერ-მინისტრი ამაში რამდენიმე მხარეს ადანაშაულებს. მათ შორისაა ქართული ოპოზიცია, ევროპის სახალხო პარტია და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები.

"მართლა ამათი [ოპოზიციის] ბრალი კი არ არის სტატუსი, რომ არ მივიღეთ, ესენი ერთ-ერთი მონაწილეები არიან.  საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შეხვდა, პრაქტიკულად,ევროკავშირის  ყველა წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. მე ვესაუბრე ძალიან ბევრ, მათ შორის სკეპტიკოსი ქვეყნების ლიდერებს. ასევე ბრიუსელში გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა და სიტუაციას თავიდან ბოლომდე ძალიან კარგად ვფლობდით. ვიცოდი რა ხდებოდა და რა განწყობები იყო.

განმარტებები იმისთვის არ გავაკეთეთ, რომ თავი ვიმართლო. ჩვენ ხალხს ვეუბნებით სიმართლეს. მართლა ამათი ბრალი კი არ არის ეს სტატუსი, ესენი ერთ - ერთი მონაწილეები არიან ამ მავნებლურ საქმიანობაში. ესენი, სახალხო პარტია, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, პირდაპირ ღიად ვადებ ხელს, დიახაც! მე მითხრეს ევროპელმა კოლეგებმა, რომ ისინი ითხოვდნენ დაჟინებით, რომ საქართველოს არ მიეცეს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ფაქტი, რაც მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ნამდვილი მეგობრებისგან და არა დაქირავებული ლობისტებისგან", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები