მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში დიზელის კიდევ უფრო გაიაფებაა ნავარაუდები - „ვისოლი"

64136fd5733f9
სალომე ხიდურელი
17.03.23 00:40
671
„მარტში მოკლევადიანი მოლოდინები დიზელზე ფასის კლებისკენაა“ - დიზელისა და ბენზინის ტიპის პროდუქტებზე ფასების ცვლის ტენდენციებზე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ კომპანია „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა საუბრობს.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ფასის კლება ძირითადად დიზელის ტიპის პროდუქტებზეა ნავარაუდები, თუმცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნა 2-3 კვირის შემდეგ ბენზინის ღირებულებაზეც აისახება.

„თუ ავიღებთ მიმდინარე კვირისა და ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარე ცვლილებებს, რომლებიც, საბედნიეროდ, ნავთობზე ფასის კლებისკენაა მიმართული, ეს ბუნებრივია პლაცზე ფასის კორექტირებასაც გამოიწვევს, პლაცი კი ზუსტად ის ინდიკატორია, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. ეს ცვლილება დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ ჰპოვებს ასახვას ბენზინის ტიპის პროდუქტების ფასზე“, - ამბობს ვასილ ხორავა.

„ვისოლის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, როგორც წესი, ბენზინგასამართი სადგურები ნავთობპროდუქტების ერთთვიან მარგს ავსებენ, რის გამოც მსოფლიო ბაზარზე მომხდარი ცვლილებების საქართველოში ასახვას ამდენივე დრო სჭირდება.

„საქართველო არის ქვეყანა, სადაც ნავთობპროდუქტების იმპორტი 100%-ით ხდება. ჩვენ, როგორც წესი, ვაკეთებთ ერთ თვემდე მარაგებს. მეტი მარაგის შენარჩუნება შეიძლება როგორც სასარგებლო, ისე საზიანოც იყოს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით ხვალ რა მოხდება, რა ფასი დაფიქსირდება საერთაშორისო ბაზარზე. შესაძლოა, ფასმა დაიკლოს და ახალი პროდუქტის შეძენის საშუალება იყოს, მაგრამ შენ მარაგების გამო ფასის შემცირება ვერ მოახდინო.

„ვისოლის“ დაგეგმარებაა, რომ 2-3 კვირიანი ციკლით მოვახდინოთ რეაგირება საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებზე. ხშირად მსმენია, რომ ჩვენ ჩამოვრჩებით ამ 2-3 კვირიან ფასის ცვლილებებს და ფასების ზრდა უფრო მალევე აისახება, მე კი ვაჩვენებ, რომ არის პერიოდები, როცა ფასის გაზრდაზე უფრო მეტი დრო მიდის, რადგან ბაზარი არის კონკურენტუნარიანი და არავინ მოგცემს საშუალებას, იმაზე მეტი მოგება გქონდეს, ვიდრე კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი“, - აღნიშნავს ვასილ ხორავა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით ნავთობპროდუქტების ღირებულება დღემდე 1.30-დან 1.50-მდეა შემცირებული, თებერვლის თვეში კი სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფასმა დაახლოებით 30-40 თეთრით დაიკლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები