მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში საპრივატიზაციოდ 150 ქონებას გამოვიტანთ - ნათია თურნავა

6030d0181beb6
ელენე გოგბერაშვილი
20.02.21 10:40
1005
მთავრობა „100 საპრივატიზაციო ქონების“ პროგრამას აფართოვებს. როგორც ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, აგრესიული საპრივატიზაციო სტრატეგია 2021 წელსაც გაგრძელდება და გაფართოვდება საპროვატიზაციო ქონების ნუსხა, რომელსაც ინვესტორებს მარტში შესთავაზებენ.

„როცა ვსაუბრობთ ეკონომიკის სტრუქტურულ რეფორმებზე და გაჯანსაღებაზე, სტრუქტურულ გაჯანსაღებას უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი მეტად აგრესიული საპროვატიზაციო სტრატეგია. 2019 წელს ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა, 100 საპრივატიზაციო ქონებამ შედეგი გამოიღო, კერძოდ მიუხედავად პანდემიისა 2020 წელს 2019 წელში დაწყებული ინერციით ჩვენ პრივატიზაციის შედეგად 130 მილიონი ლარის მობილიზება შევძელით, რაც 2019 წლის მაჩვენებელს, 119 მილიონს აღემატება.

რომ არა პანდემია უფრო შთამბეჭდავი შედეგები იქნებოდა. პრივატიზაციის თვალსაზრისით მარტის თვეში ჩვენ გვექნება საინტერესო სიახლე როგორც თქვენთვის, ასევე საქართველოს ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის. ესაა განახლებული 100 საპრივატიზაციო ქონების პროგრამა, ეს იქნება უკვე 150 საპრივატიზებო ქონება გაფართოვებული თვისობრივად, სადაც ბევრი საინტერესო ახალი ობიექტი შეგხვდებათ, რომელმაც უნდა მოიზიდოს კერძო ინვესტიცია და პრივატიზაციის პროცესში განკერძოვდეს"-განაცხადა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები