მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში საქართველოში სასტუმროები გაძვირდა

643e68f116093
მარიამ ვარადაშვილი
18.04.23 17:31
737
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი მარტში თებერვალთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა. 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.4%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, მარტში წინა წლის მარტთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 14.9%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 16.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.4%-ით არის გაზრდილი.

2023 წლის მარტში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 167 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 275 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი კი 112 ლარი იყო.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მარტში 456 ლარი შეადგინა. თბილისში ამ ტიპის სასტუმროებში სტანდარტული ორადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 559 ლარი, კახეთში - 552 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 458, ხოლო აჭარაში - 429 იყო.

შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი). საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები