მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში სახმელეთო სატვირთო გადაზიდვებიდან შემოსავალი შემცირდა

626abb59e2256
ნინო ტაბატაძე
29.04.22 10:36
679
რუსეთ-უკრაინის ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საქართველოს დერეფნის მიმართ ინტერესი გაიზარდა, თუმცა როგორც ჩანს, გაზრდილი დაინტერესების მონეტიზაციას მომდევნო თვეებში უნდა ველოდოთ.

მარტში საქართველოს დერეფანში სახმელეთო სატვირთო გადაზიდვები იანვარ- თებერვალთან შედარებით შემცირებული იყო. გასულ თვეში ბიუჯეტში ე.წ „ტრაილერების“ მიერ გზათსარგებლობის საფასურის სახით 4 956 096 ლარის გადახდა მოხდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის გზების გამოყენებისთვის 200 ლარიანი საფასური დაახლოებით 24,780 სატვირთოს მფლობელმა გადაიხადა.

გატარებული სატვირთოების მიერ გადახდილი გზათსარგებლობის საფასური:

იანვარი - 26,742 სატვირთო / 5,348,454 ლარი
•თებერვალი - 30,493 სატვირთო / 6,098,630 ლარი
•მარტი - 24,780 სატვირთო / 4 956 096 ლარი

აღსანიშნავია, რომ მარტში კლების მიუხედავად, I კვარტალში გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია. სულ სამ თვეში ბიუჯეტში 16,403,181 ლარის კონტრიბუცია მოხდა, მაშინ როდესაც, 2021 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 13,487,800 ლარი იყო.

აპრილში სახმელეთო სატვირთო გადამზიდავები სარფის საბაჟოში რიგებზე საუბრობდნენ. სახმელეთო გადაზიდვების კომპანია “მინტრანსის” დამფუძნებელი ირმა ვარსიმაშვილმა BMG -სთან განაცხადა, რომ შეფერხების ერთ - ერთი მიზეზი რეგიონში არსებული ომია. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბალტიის ქვეყნებმა და პოლონეთმა ბელორუსთან და რუსეთთან საზღვარი ჩაკეტეს.

“მთელმა სატრანსპორტო ნაკადებმა, რომლებიც მიდიოდა უკრაინის, რუსეთის, ბელორუსის გავლით, ახლა თავი მოიყარა სარფის საბაჟოზე”,- აცხადებდა ირმა ვარსიმაშვილი.

საკითხი განიხილეს შემოსავლების სამსახურის უფროსისა და მის თურქ კოლეგასთან სამუშაო შეხვედრაზეც. 

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს გზათსარგებლობის საფასურის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 66.4 მლნ ლარის შემოსავალი შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები